სურნელოვანი ხელთათმანები - როგორ ჩაეყარა საფუძველი ფრანგულ პარფიუმერულ ინდუსტრიას?
- Parisal Perfumes
- Aug 28
- 4 min read
ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ისტორიას სუნამოს მრავალი ფორმა ახსოვს. მაგრამ იცოდით, რომ სუნამოების და ხელთათმანების მოყვარულებს დიდი ხანია საერთო გატაცება აერთიანებთ? ნუ გაგიკვირდებათ, ერთად აღმოვაჩინოთ ხელთათმანების პარფიუმერი ოსტატების ისტორია...
გრასიდან მეფის კარამდე
იმ დროში, ტყავის სუნი, მისი ხარისხის მიუხედავად, აუტანელი იყო. ამგვარად, დიდგვაროვნების ენთუზიაზმი ხელთათმანების მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო სუნამოებმა იმ პერიოდში წარმოუდგენლად დიდ წარმატებას მიაღწიეს. ეს ნამდვილად გიჟური დრო იყო, სისუფთავე საფრთხედ აღიქმებოდა, წყალი დაავადების გადამტანად მიაჩნდათ და სუნამოებსაც უსიამოვნო სუნის დასაფარად იყენებდნენ. მოდაში იყო სურნელოვანი ფხვნილები, სურნელოვანი წყლები. სურნელებით იყვნენ გაჟღენთილნი სამეფო კარის ცნობილი სახეები...

სურნელოვანი ხელთათმანების ტრადიცია იტალიიდან წამოვიდა და მე-15 საუკუნის ბოლოს მცხოვრებ იტალიელ არისტოკრატს, მარკიზ პომპეო ფრანჟიპანის სახელს უკავშირდება, სწორედ მან გამოიგონა ბადამზე დამზადებული სურნელი ტყავის ხელთათმანების ძლიერი სუნის დასაფარად. ასე გაჩნდა მხოლოდ იდეა, რომ ხელთათმანებისთვის სუნამო ეპკურებინათ...
ლეგენდა მოლინარზე - ოსტატი, რომელმაც ფრანგულ პარფიუმერულ ინდუსტრიას საფუძველი ჩაუყარა

ამბობენ, რომ გრასელმა ტყავის ოსტატმა, სახელად მოლინარმა, შექმნა განსაკუთრებული რამ - პარფიუმირებული ხელთათმანები (სუნამოში შემავალი ინგრედიენტები კი მან იმ გარემოში მოიპოვა, სადაც ცხოვრობდა, ესენი იყო: ლავანდა, ფორთოხლის ყვავილები, ვარდი და მიმოზები) და ისინი საჩუქრად გაუგზავნა ეკატერინა დე მედიჩის – იტალიელ პრინცესას, რომელიც საფრანგეთის დედოფალი გახდა. ეკატერინა დე მედიჩიმ, რომელიც ცნობილი იყო როგორც დიდი მფარველი ხელოვნებისა და მოდისა, ხელთათმანები იმდენად შეიყვარა, რომ მისი კარის არისტოკრატი ქალბატონებსაც უბიძგა მსგავსი სურნელოვანი ხელთათმანების ტარებისკენ. ეს მოდად იქცა.
ინოვაციის წარმატების გათვალისწინებით, გრასელმა მწარმოებლებმა შექმნეს ესენციები ძვირადღირებული ტყავის ნაწარმისთვის და მალე იქცნენ საქმის ნამდვილ სპეციალისტებად. ეს ისტორია ითვლება ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად საფრანგეთის პარფიუმერიის განვითარებაში. სწორედ მოლინარის მსგავსი ოსტატების წყალობით, გრასი თანდათანობით გადაიქცა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პარფიუმერულ ქალაქად.
საინტერესოა, რომ „Molinard“ დღესაც არსებობს – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული საფრანგეთის პარფიუმერული სახლი (დაარსდა 1849 წელს გრასში). მის სახელს უკავშირდება არა მხოლოდ ლეგენდა ხელთათმანებზე, არამედ მრავალწლოვანი პარფიუმერული ტრადიცია.
ძალიან რთული საქმე (?)

თუმცა, ტყავის ხელთათმანების სუნამოებით გაჟღენთვა ადვილი საქმე სულაც არ იყო და მწარმოებლებმა ამას ხანგრძლივი და დელიკატური პროცესით მიაღწიეს.
სუნის „დახშობა“ მხოლოდ ძლიერი არომატებით არ შეიძლებოდა, საჭიროა იყო ხანგრძლივი პროცესის გავლა.ამ შედეგის მისაღწევად, ტყავი ჯერ უნდა დამუშავებულიყო და მოეშორებინათ უსიამოვნო სუნი, ხანგრძლივი პროცედურებით.
ტყავი რამდენჯერმე ირეცხებოდა სხვადასხვა ხსნარებში, რათა მძაფრი სუნი შერბილებულიყო. ამის შემდეგ ტყავი უნდა გამშრალიყო ისე, რომ არ დაკარგულიყო ელასტიურობა.ტყავს ალბობდნენ სურნელოვანი წყლის აბაზანაში, მოდური ესენციებით.
ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი ხელთათმანებს ჭრიდნენ, კერავდნენ და ღებავდნენ.
შემდეგ ეტაპს ფრანგულად „მიზე ენ ფლერს“ ვუწოდებთ, რაც სურნელოვანი ხელთათმანების ტრადიციის ბოლოს წინა ეტაპს წარმოადგენდა. ის გულისხმობდა ხელთათმანების ყვავილებზე რამდენიმე ფენად დადებას დახურულ ყუთში. ეს ოპერაცია ყოველ თორმეტ საათში უნდა განმეორებულიყო. თითოეულ „მიზე ენ ფლერს“ შორის, ხელთათმანებს თოკზე ჰკიდებენ გასაშრობად. მოსალოდნელი შედეგის მისაღწევად ამ პროცესს მინიმუმ რვა დღე სჭირდებოდა.
ბოლოს კი, ხელთათმანების შიდა მხარეც იფხვნებოდა, უსიამოვნო სუნის ყველა კვალის მოსაშორებლად და იმისთვის, რომ უფრო ადვილად ყოფილიყო შესაძლებელი მისი მორგება.
სურნელოვანი ხელთათმანი: ახალი ტრენდი
ეს ახალი ტენდენცია საფანგეთსა და მის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა, მწარმოებლები ხელთათმანებს გამოყენებული არომატის ძალის მიხედვით განარჩევდნენ. საფრანგეთში შერჩეული ნოტები საკმაოდ რბილი იყო, მაგალითად: იის, ზამბახის ან თუნდაც ფორთოხლის ყვავილის ბაზით. ესპანეთში კი ტყავის სურნელებისთვის უფრო ინტენსიური არომატები გამოიყენებოდა, როგორებიცაა: მუშკი, კედრის ესენცია ან კამფორა...

1651 წელს, მეფემ გამოსცა პატენტი, რომელმაც ხელთათმანის ოსტატებს ოფიციალურად მისცა უფლება ეწოდებინათ თავისთვის „ოსტატი ხელთათმან-პარფიუმერები“. ეს იყო ერთგვარი საპატიო ტიტული და სახელმწიფო აღიარება. ასე დაიბადა ხელთათმანების შემქმნელთა კორპორაცია (გილდია). თავდაპირველად, მას 21 წევრი ჰყავდა, ოცი წლის შემდეგ კი მათმა რიცხვმა 70-ს მიაღწია! მხოლოდ გილდიის წევრებს ჰქონდათ ოფიციალური უფლება ეწარმოებინათ სუნამოები საფრანგეთში. ეს მათ უზარმაზარ პრივილეგიას ანიჭებდა – ფაქტობრივად, ისინი იყვნენ პარფიუმერიის ოფიციალური მონოპოლისტები XVII საუკუნეში.
გილდიის ოსტატები დამკვიდრდნენ პარიზის სენ-ონორეს უბანში, რომელიც სწრაფად იქცა პარფიუმერიისა და ფუფუნების ცენტრად. სწორედ აქედან იღებს სათავეს პარიზის, როგორც მოდისა და პარფიუმერიის დედაქალაქის ტრადიცია. გილდიის წევრობა არა მხოლოდ პროფესიული, არამედ სოციალური სტატუსის სიმბოლო იყო. ეს ტიტული იძლეოდა დიდ გავლენას, პატივისცემას და ხელმისაწვდომობას სამეფო კართან. თავდაპირველად, ოსტატები მხოლოდ პარფიუმირებული ხელთათმანების შექმნით იყვნენ დაკავებული. მაგრამ მალევე მათი საქმიანობა გაფართოვდა – ისინი უკვე ქმნიდნენ სურნელოვან წყლებს, ზეთებს, პომადებს და სხვა არომატულ საშუალებებს, რაც ახალ ინდუსტრიად იქცა. გილდიის ოსტატებმა საფუძველი დაუდეს იმ დიდებულ ტრადიციებს, რომლებიც დღესაც გრძელდება.
და მაინც... რა ღირდა?
შევეცადეთ დაგვედგინა, რა ღირდა წყვილი სურნელოვანი ხელთათმანი იმ დროში და როგორ გადაიყვანებოდა მისი ფასი დღევანდელ დოლარში. პირდაპირი ისტორიული მონაცემები ამაზე არ არსებობს, მაგრამ გვაქვს რამდენიმე საინტერესო მინიშნება
მაგალითისთვის - ცნობილია, რომ ელიზაბეთ ნევილის საქორწილო ტანსაცმელი, მოიცავდა წყვილ სურნელოვანი ხელთათმანს და მისი ფასი იყო 3 ან 4 შილინგი.
ფასების ზრდის და ინფლაციის დაანგარიშებით £4 შილინგი შეიძლება დაახლოებით $1 600–დან $10 000-მდე ვიანგარიშოთ, თუმცა ეს ზუსტ შეფასებად ვერ ჩაითვლება.
ისტორიის სამწუხარო დასასრული თუ ახალი დასაწყისი?
1759 წლიდან, საფრანგეთში ტყავზე დაწესდა ძალიან მაღალი გადასახადები. ეს მეფის ხაზინის გასავსებად შემოიღეს, მაგრამ შედეგად, ხელთათმანების წარმოება მნიშვნელოვნად გაძვირდა და მათი მოთხოვნა შემცირდა.
იმავე პერიოდში, ნიცაში გამოჩნდნენ ახალი ხელოსნები და მოვაჭრეები, რომლებიც პარფიუმერიით იყვნენ დაკავებულნი. ისინი უკვე აღარ იყვნენ დამოკიდებული ტყავზე და მეტ ყურადღებას უთმობდნენ ყვავილების დისტილაციასა და სურნელოვანი ზეთების გამოხდას. ახალმა კონკურენტულმა გარემომ საფრანგეთის პარფიუმერულ რუკაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ამ ეკონომიკურმა და სავაჭრო კრიზისმა ხელი შეუწყო იმას, რომ პარფიუმერია საბოლოოდ განცალკევდა ხელთათმანების წარმოებისგან და იქცა დამოუკიდებელ ხელოვნებად და ინდუსტრიად. სწორედ აქედან დაიწყო თანამედროვე პარფიუმერიის „ახალი ერა“.
სუნამო ფრანგებისთვის ნამდვილი სილამაზის რიტუალად იქცა: ის აღარ გამოიყენებოდა უსიამოვნო სუნის დასაფარად. ამ კონტექსტში, ხელთათმან-სუნამოების და სუნამოების ოსტატები ერთმანეთს გამოეყვნენ და ნამდვილი სუნამოების კომერცია წარმოიქმნა. ხელთათმან-სუნამოების კორპორაცია საბოლოოდ დაიშალა 1791 წელს, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, Le Chapelier-ის კანონით, რომელმაც აკრძალა ყველა პროფესიული ასოციაცია.
ტყავი სუნამოში
ეკატერინე მედიჩის დროიდან მოყოლებული, ტყავი და სუნამო ყოველთვის ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. პირველი ტყავის ნოტები ოსტატმა - სუნამოების შემქმნელებმა შექმნეს, ტყავი საუკუნეების განმავლობაში განვითარდა და დამოუკიდებელ სურნელოვან ოჯახად იქცა. ტყავის ნოტები სხვა ოჯახებისგან გამოირჩევა ძლიერი ხასიათით, ველური და შებოლილი ნოტებით. განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება აღმოსავლურ სუნამოებში, ის აცდუნებს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, რადგან იდეალურად ერწყმის ქარვის, ხილის, შიპრის ან ყვავილოვან ნოტებს. ტყავი კვლავ რჩება პარფიუმერიის ერთ-ერთ კეთილშობილ მასალად...
ბოლომდე წაიკითხეთ ბლოგი? თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა? კიდევ რაზე გსურთ საინტერესო ისტორიების წაკითხვა სურნელოვანი სამყაროდან? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში და მიიღეთ "-35%"-იანი ფასდაკლება ნებისმიერ 30 მლ-იან მოცულობაზე ჩვენი კატალოგიდან.
Comments