top of page

ოდეკოლონი - კომიქსებში გაცოცხლებული სურნელოვანი ჰიტის ისტორია

Updated: Sep 1


ვის არ სმენია ოდეკოლონზე? ზოგიერთ ადამიანს ეს სურნელოვან მოგონებებს აღუძრავს და აფთიაქის ბოთლებს ახსენებს მათი ბაბუების სააბაზანოში… Eau de Cologne, უპირველეს ყოვლისა, არის სურნელოვანი ნაზავი, რომელიც განახლების, სტიმულაციის და სიამოვნების შეგრძნებებს აღძრავს. ის მსუბუქი, საზაფხულო სურნელია, რომელიც მარტივად შეიგრძნობა როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალბატონებზე.


ერთად ვიმოგზაუროთ წარსულში, და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ისტორიას, მისი წარმოშობიდან მსოფლიო წარმატებამდე.


Eau de Cologne-ს 300 წლიანი ისტორია
ree

Eau de Cologne-ს წინამორბედს “სასწაულმოქმედი წყალი” ანუ "Aqua Mirabilis" ერქვა. ეს სუნამოსა და ალკოჰოლის ნაზავი იყო, რომელიც იქმნებოდა შუა საუკუნეებში იტალიური მონასტრებში და ცნობილი მისი სამკურნალო თვისებებით გახდა. იმ დროისათვის, ერთმანეთში აზავებდნენ ალკოჰოლსა და მცენარეულ ექსტრაქტებს ამ სურნელოვანი ნაერთის მისაღებად.


Eau de Cologne-ის ნამდვილი წარმოშობა
ree

როგორ წარმოიშვა Eau De Cologne? სრული ისტორია დღემდე საიდუმლოდ რჩება, თუმცა, გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი Aqua Mirabilis-ის რეცეპტმა მონასტრის კედლებს თავი დააღწია და იტალიელ მოვაჭრეს, ჯოვანი პაბლო ფემინისს ჩაუვარდა ხელში, მან ის წაიღო და 1690 წელს კიოლნში, გერმანიაში გადასახლდა, იქ კი ფემინიმ ეს რეცეპტი გადასცა თავისი ბიძაშვილის შვილიშვილს, პარფიუმერ ჯოვანი მარია ფარინას (ჟან-მარი ფარინა).


ree

ფარინა მოიხიბლა ამ მსუბუქი და სურნელოვანი ნაზავით და შეიტანა რამდენიმე ცვლილება ორიგინალ ფორმულაში, როგორებიცაა ლავანდისა და ბერგამოტის არომატული ექსტრაქტების დამატება. ის მტკიცედ იყო დარწმუნებული სურნელის წარმატებაში და პარალელურად შეუდგა კიოლნში ქარხნის მშენებლობას, თავისი ინოვაციური ნამუშევრის წარმოებისთვის. მისი პირველი Aqua Mirabilis di Colonia დაიბადა 1709 წელს.


ree

რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე თავისი პირველი წყლის გაყიდვა დაიწყებოდა, ჟან-მარი ფარინამ მისწერა წერილი თავის ძმას, რომელშიც აღწერს ახალ ქმნილებას:“ჩემი სუნამო მახსენებს მშვენიერი გაზაფხულის დილას წვიმის შემდეგ. იგი შექმნილია ფორთოხლის, ლიმონის, გრეიფრუტის, ბერგამოტის, ყვავილების და ჩემი სამშობლოს ხეხილისგან (…) ის მაფხიზლებს, ასტიმულირებს ჩემს გრძნობებსა და წარმოსახვას.”


ახალი ტიპის სუნამო

ოდეკოლონი მსუბუქი, თითქმის გამჭვირვალე იყო იმ დროში პოპულარულ, ძლიერ სუნამოებთან შედარებით და ახალი ტიპის სუნამო ძალიან განსხვავებულად "ჟღერდა"


იმ დროიდან კი, როცა ხალხმა ძლიერი სუნამოები უარყო, Admirable Eau de Cologne ყველასთვის სასურველი გახდა. ჟან-მარი ფარინა სურნელს მთელ ევროპაში ყიდდა. მისი სახელი მარტივად "ოდეკოლონი" გახდა, ქალაქ კიოლნის საპატივსაცემოდ და თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში, მისი სუნამო ელავდა მაღალი საზოგადოების კანზე.


სამკურნალო წყალი?
ree

წარმატების გამო და რეგულაციების გარეშე, 1700-იან წლებში მრავალი Eau de Cologne წარმოიქმნა Farina-ს სახელით. თუმცა, მათ ორიგინალ კომპანიასთან არაფერი ჰქონდათ საერთო. კონკურენტულ ბაზარზე თავის გამოჩენის მიზნით, პარფიუმერები თავიანთი პროდუქტების საოცარ თვისებებს ამტკიცებდნენ. ამის გამო, ოდეკოლონმა ძალიან კარგი სამედიცინო რეპუტაცია დაიმკვიდრა.

ზოგი მას სუპშიც კი ურევდა! თითოეულ ბოთლს თან ერთვოდა განმარტებითი შენიშვნა, სადაც აღწერილი იყო წყლის შესაძლო გამოყენება და ეფექტები.

ზოგი ამტკიცებდა, რომ ოდეკოლონი ინსულტს კურნავდა სუნის ჩასუნთქვით, აცოცხლებდა მოხუცი ადამიანების გულის რითმს სულ რამდენიმე წვეთის მიღებისას.


გაგიზიარებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს:


დაავადებებისგან თავდაცვის მიზნით, ნაპოლეონი მიირთმევდა “Farina Ducks”-ს, შაქრის ნაჭრებს, რომლებიც ოდეკოლონში იყო დასველებული.

Eau De La Reine D’Hongrie არის ნაზავის ერთ-ერთი ვერსია როზმარინის საფუძველზე. ლეგენდის მიხედვით, ეს დაეხმარა ნაპოლეონს ახალგაზრდობისა და სილამაზის აღდგენაში, რომელიც მას თვით პოლონეთის მეფემ შესთავაზა...

მიუხედავად იმისა, რომ Eau de Cologne-ის დიდი მომხმარებელი იყო, ნაპოლეონმა შექმნა სპეციალური კომისია 1810 წელს. იგი მოითხოვდა აფთიაქის პარფიუმერებს წარმოედგინათ ზუსტი ფორმულები, რათა კომისიას შესძლებოდა შეეფასებინა მათი სამკურნალო თვისებების სიზუსტე. სწორედ ეს დეკრეტი დაედო საფუძვლად აფთიაქსა და პარფიუმერიას შორის განსხვავების აღმოცენებას.

და მაინც...რისგან შედგება ოდეკოლონი?

ის ძირითადად შედგება ალკოჰოლისგან, რომელიც აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს. მაგრამ სურნელოვანი წყლის ძირი მისი ჰესპერიდული ეთერზეთებია. ამ ალკოჰოლის ბაზას ემატება ბერგამოტი, ლიმონი, ფორთოხალი, ნეროლი, ხეები, ზოგჯერ არომატიკები და ფორთოხლის ყვავილები. ეს სუნამო კანზე დიდხანს არ რჩება, რადგან ეთერზეთები ძალიან სწრაფად ორთქლდებიან.


წარმატების ისტორია

მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უმეტესმა პარფიუმერმა გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი Eau de Cologne. ამბრიანი, იმპერიული, ტულუზის იებით ან ინგლისური ლავანდით, Eau de Cologne გაიმეორეს და გამოიგონეს ათასგვარი სახით. იგი ექსპორტირდებოდა ამერიკაში და XIX საუკუნეში — აზიაშიც.


XX საუკუნის დასაწყისში,სინთეტური ინგრედიენტები ჩნდება. ძვირადღირებული ბუნებრივი მასალები თანდათან იცვლება და ოდეკოლონები ხელმისაწვდომი ხდება, შესაბამისად, სუნამო ხელმისაწვდომია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. 1930-იან წლებში, იგი ყველაზე გაყიდვადი სუნამოს პროდუქტია, რომელიც მთელ ოჯახში გამოიყენება: მამაკაცები, ქალები და ბავშვები!


70-იანების ბოლოს, სურნელი იგნორირებული ხდება. ახალი თაობები ირჩევენ უფრო ხელმისაწვდომ სუნამოებს, რომლებიც დიდხანს რჩებიან კანზე. თუმცა, 2000-იანი წლების დასაწყისიდან, ოდეკოლონი ისევ მოდაში შემოდის. მას მოჰყვება მოდერნიზება და მალევე ჰპოვებს ახალი აუდიტორიას, რომელიც ეძებს მარტივ და დამამშვიდებელ სურნელებს.


დღეს, სახელწოდება "ოდეკოლონი" გამოიყენება სუნამოს კატეგორიის განსაზღვრისთვის. ისინი ძირითადად შეიცავს ციტრუსის, ნეროლის, ლავანდისა და როზმარინის ექსტრაქტებს, დაახლოებით 5%-იანი დოზით.


გაგვიზიარეთ ოდეკოლონთან დაკავშირებული თქვენი მოგონებები.




 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

bottom of page