top of page

სუნამოების ისტორია: შუა საუკუნეები

უკვე გავიარეთ სუნამოების წარმოშობა ანტიკურ ეპოქაში მოგზაურობით – რომის იმპერიის დაცემამდე, დღეს კი ჩვენს სერიას ვაგრძელებთ შუა საუკუნეებით. მიუხედავად იმ სურნელების სიუხვისა, რაც რომს ახასიათებდა, მისი დაკნინება დროთა განმავლობაში გარდაუვალი აღმოჩნდა, ახალმა ეპოქამ ახალი სურნელოვანი რიტუალები დაბადა. მოდი, დროში უკან გადავინაცვლოთ და ვიმოგზაუროთ შუა საუკუნეებში.


სუნამო შუა საუკუნეებში: ფუფუნების თუ ცოდვის სიმბოლო

როცა 410 წელს, გოთებმა რომის იმპერია დაიპყრეს, ქალაქი განადგურდა და ძლიერ დასუსტდა, ხოლო რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, იმპერია საბოლოოდ დაეცა. ამის შემდეგ, რომაული ბრწყინვალება და სურნელების სიგიჟე დასავლეთის სამყაროდან გაქრა, თუმცა ახალი ძალით და ბრწყინვალებით აღმოცენდა ბიზანტიაში, სადაც არისტოკრატია კვლავ მისდევდა ბერძნულ-რომაული ცხოვრების წესს და სუნამო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.


დასავლეთში, სურნელოვანმა ხელოვნებამ თითქმის შეწყვიტა არსებობა V-დან XI საუკუნემდე. სუნამოს რელიგიური და კოსმეტიკური ფუნქციებიც კი, რომლებიც ანტიკურ ეპოქაში იყო გავრცელებული თავს აღარ იჩენდა. სუნამოების პოპულარობის შესუსტებას რელიგიური ახსნაც აქვს – ქრისტიანობა მთავარ რელიგიად ჩამოყალიბდა, ქრისტიანი სასულიერო პირები კი მკაცრად გმობდნენ სუნამოების გამოყენებას, მეტიც, სურნელის გამოყენება ცოდვად და წარმართული ტრადიციების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. გალებს სურნელოვანი პროდუქტები დიდად არ უყვარდათ, თუმცა მათ მნიშვნელოვანი ცოდნა განივითარეს ბოტანიკასა და ფარმაცევტიკაში.


სუნამო, როგორც წამალი
ree

ახალი გარემოებების გათვალისწინებით, სურნელმა ტრადიციული მომხიბვლელობა დაკარგა და იგი ახლა სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მონასტრის ბაღებში ბერები ზრდიდნენ არომატულ მცენარეებს, როგორებიცაა: ლავანდა, როზმარინი და სალბი. ისინი „მარტივ მცენარეებად“ იწოდებოდნენ, განსხვავებით რთული წამლებისგან. მოსავლის აღების შემდეგ, ეს მცენარეები სხვადასხვა სურნელოვანი ნარევების საფუძველი ხდებოდნენ.


იმ დროში, ცუდი სუნი დაავადებების მატარებელ საფრთხედ ითვლებოდა და მიაჩნდათ, რომ დაავადება სხეულში ჩასუნთქვის გზით ხვდებოდა. შესაბამისად, ფარმაცია და სურნელოვანი ხელოვნება ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშირდნენ.


ree

ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა 1347 წელს, როდესაც გენუიდან დაბრუნებულმა გემმა შავი ჭირი მოიტანა. ეპიდემიამ ევროპის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი გაანადგურა და სუნამოს თერაპიული მნიშვნელობა კიდევ უფრო განამტკიცა. გამოყენებული იყო არომათერაპია – ექიმები და აფთიაქარები ამზადებდნენ „ანტი-ჭირის“ წამლებს. სხეულს იზელდნენ „ოთხი ქურდის ძმრით“ (იხილეთ სტატია), რომელშიც შედიოდა როზმარინი, აბზინდა, პიტნა და კამფორი. სახლებში ჰაერის გასაწმენდად კიდებდნენ დაფნისა და როზმარინის ტოტებს.


ახალი სურნელოვანი გზებისაკენ


ree

სურნელებისადმი ინტერესის შემცირებასთან ერთად, ბევრი არომატი დავიწყებას მიეცა. თუმცა, ჯვაროსნულმა ომებმა და აღმოსავლეთთან ვაჭრობის განვითარებამ ახალი სურნელების აღმოჩენა შესაძლებელი გახადა. ვენეცია, როგორც ევროპული საზღვაო ვაჭრობის ცენტრი, X–XV საუკუნეებში სუნამოების ეპიცენტრი გახდა. აქ იპოვიდით: კამფორს, ჯავზს, პილპილს და სხვა ბალზამებს. არაბული სამყაროს გავლენამ და ჰიგიენის საჭიროებამ სუნამოს ხელახლა დაუბრუნა პოპულარობა.

ასე დასავლეთში, თანდათან დაბრუნდა ახალი და ძლიერი არომატები: მუშკი, ამბრა, სანდალი, მურყანი... აღმოსავლეთიდან შემოსულმა რიტუალებმა კი გაამდიდრა არისტოკრატიის სურნელოვანი ჩვევები.


პომანდერი
ree

1174 წელს, იერუსალიმის მეფე ბოლდუინმა სურნელოვანი ნივთი – პომანდერი – აჩუქა იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსას. ეს ოქროს ან ვერცხლის სფერული ძვირფასეულობა შიგნით ინახავდა არომატულ ნარევს, რომელსაც აძლიერებდა მუშკი, ამბრა ან ცივეტი. იგი არისტოკრატიისა და მდიდარი ბურჟუაზიის საყვარელი ატრიბუტი გახდა, როგორც სამკურნალო, ისე აფროდიზიაკული თვისებებით. პომანდერს ატარებდნენ კისერზე, სარტყელზე ან ბეჭედზე – როგორც სოციალური სტატუსის ნიშანს, ასევე ცუდი სუნების თავიდან ასაცილებელს.


სისუფთავე – ახალი საზრუნავი

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შუა საუკუნეებში სისუფთავე და სურნელი მნიშვნელოვანი გახდა. დიდ შეკრებებზე მასპინძლები სტუმრებს სთავაზობდნენ სურნელოვან წყალს ხელების დასაბანად. მდიდარ ქალბატონებს უყვარდათ ლავანდისა და ფორთოხლის ყვავილის სურნელი. ისინი ტანსაცმელში მალავდნენ ყვავილებს ან პირსახოცებში აწყობდნენ სურნელოვან ბალიშებს.


აბანო
ree

შუა საუკუნეებში, აბაზანები ძალიან პოპულარული იყო. არისტოკრატები სახლში იღებდნენ სანელებლებით გაჯერებულ არომატულ აბანზანებს, უბრალო ხალხი კი – საზოგადოებრივ აბანოებში დადიოდა. 1348 წლის შემდეგ, ექიმებმა ცხელი აბანოების წინააღმდეგ დაიწყეს საუბარი – მიაჩნდათ, რომ გახსნილი ფორები დაავადებებს იწვევდა. ეკლესიის ზეწოლამაც, რომელიც ასეთ ადგილებს უზნეობის ბუდედ მიიჩნევდა, საბოლოოდ გამოიწვია აბანოების დახურვა.


ალკოჰოლი – გარდატეხა სუნამოებში

არაბული გავლენით გაჩნდა ახალი ტექნოლოგია – სპირტით დისტილაცია. XII საუკუნეში იტალიელმა აფთიაქარებმა აღმოაჩინეს "ღვინის სული" ანუ ეთანოლი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სუნამოს წარმოების ისტორიაში. სურნელები უფრო მსუბუქი და სუფთა გახდა. ამ პერიოდში გაჩნდა „უნგრეთის წყალი“ – როზმარინითა და სპირტით დამზადებული სურნელი, რომელმაც უზარმაზარი წარმატება მოიპოვა. მას სხეულზე ისვამდნენ ინფექციებისგან დასაცავად, ზოგჯერ კი სვამდნენ კიდეც.


შემდეგი ეტაპი: რენესანსი

შუა საუკუნეების ბოლოს, წყლის შიში დამკვიდრდა და რენესანსში, სურნელოვანმა ძმარმა მდიდარ ფენაში აბანო ჩაანაცვლა.


გსურთ მეტი გაიგოთ სუნამოს ევოლუციაზე საუკუნეების განმავლობაში?


შემოგვიერთდით, ერთად გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა დროის ლაბირინთებში!

მომდევნო ნაწილი: "რენენსანსი - ყველაზე სურნელოვანი ეპოქა"


არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ და გააზიაროთ სტატია.

 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ და LUXE ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ და LUXE ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ და LUXE ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

bottom of page