Guerlain-ის ფუტკრები - მითი, ისტორია, სიმბოლო
- Parisal Perfumes
- May 5, 2023
- 2 min read
Updated: Sep 1
მე-19 საუკუნიდან, ფუტკარი გერლენის ემბლემაა. ფუტკარი ამშვენებს ბრენდის ყველაზე ძვირფასი სუნამოების შუშის ბოთლებს და გახდა ისტორიული სახლის ფუფუნებისა და პროდუქტიულობის სიმბოლო. ხელოვნების ობიექტად მიჩნეულ, არც ერთ პარფიუმერულ ბოთლს არ ჰქონია იმდენი კეთილშობილი წოდება, რამდენიც Guerlain-ის ფუტკრის ბოთლს.

ფუტკარი და იმპერატორის არჩევანი
გერლენის სახელი დღეს ასოცირდება ელეგანტურობასთან, ნატიფ გემოვნებასთან და დროში უცვლელ ქალურობასთან. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ბრენდის მთავარი სიმბოლო — ფუტკარი — თავისივე ისტორიას, ლეგენდებსა და იმპერიულ ამბებს უკავშირდება.
1853 წელს, პიერ-ფრანსუა პასკალ გერლენმა შექმნა უნიკალური სურნელი “Eau de Cologne Impériale” საფრანგეთის იმპერატრიცა ეუხენიასთვის.
ეუხენია მოიხიბლა არომატით. მადლიერმა იმპერატრიცამ, რომელიც მას არამხოლოდ როგორც სუნამოს ისე ატარებდა, არამედ მის შაკიკსაც შველოდა, პიერ-ფრანსუა-პასკალ გერლენს მიანიჭა წოდება "მისი უდიდებულესობის ოფიციალური მიმწოდებელი" , რომელიც მას მხოლოდ პოპულარობას და პრესტიჟს უქადდა. ასე დაიბადა ლეგენდა... ფუტკრის ბოთლი გახდა სამეფო კარისადმი მიჯაჭვულობის ნიშანი, განსაკუთრებული ობიექტი, რომელიც ხაზს უსვამდა იმპერატრიცას სილამაზეს და ახალგაზრდობას.
სწორედ ამ დროს შეიქმნა მისი ლეგენდარული ბოთლი — დაფარული ფუტკრებით, რომლებიც ოქროსფრად ელვარებდნენ. ფუტკარი იმპერიის სიმბოლო იყო, ნაპოლეონ I-ის მიერ აღდგენილი ჰერალდიკური ნიშანი, რომელიც ძალას, ერთგულებასა და უკვდავებას აღნიშნავდა. ასე რომ, ფუტკარმა ჯერ იმპერიის ძალაუფლება გამოხატა, შემდეგ კი — გერლენის ბრენდის მუდმივი ელეგანტურობა.
არსებობს ლეგენდა, გერლენის ოსტატებზე, რომლებსაც სჯეროდათ, რომ: ფუტკარი თავად უჩვენებდათ, სად ეპოვათ "ყვავილების სული“. ეს თითქოს საიდუმლო გზამკვლევი იყო პარფიუმერებისთვის — რომ ეძებნათ მხოლოდ ბუნებრივი, ფუტკრისთვის მიმზიდველი ნექტარი და ექციათ იგი სუნამოდ.
გადმოცემით, პიერ-ფრანსუა გერლენი ამაყობდა იმპერიული შეკვეთით, და ხშირად იმეორებდა შუნაურულ გარემოში, რომ ბრენდის სახელი ფუტკართან ერთად იცოცხლებდა. თითქოს სწორედ ეს სიტყვები გახდა სიმბოლური წინასწარმეტყველება — დღეს გერლენის ყველაზე იდენტურ ელემენტად სწორედ ფუტკარი დარჩა.

ექსკლუზიური ნიშანი

Guerlain-ის რამდენიმე გამოცემა ფუტკარს მთელი თავისი დიდებით იხსენებს. მაგალითად, Secret de la Reine ფლაკონი შეიძლება მოირგოთ როგორც გულსაბნევი ან როგორც გულსაკიდი ჯაჭვზე. იგი შეიქმნა იუველირის ლორენც ბაუმერის მიერ, რომელმაც 500 საათი დაუთმო მასზე მუშაობას. ფლაკონი მორთულია ბრილიანტებით, რომელთა საერთო წონა 14 კარატზე მეტია. ბოთლის კორპუსზე მსხლის ფორმის ბრილიანტზე მცირე ზეწოლის შედეგად ფუტკარი ფრთებს გაშლის და გამოყოფს ბოთლის მფლობელის მიერ არჩეულ არომატს.
მდიდრული L'Abeille de Guerlain

ვის შეუძლია დაივიწყოს L'Abeille de Guerlain? მდიდრული, ექსკლუზიური და ძალიან შეზღუდული. ვინაიდან ფუტკარსაც და სუნამოსაც აქვს კავშირი ყვავილებთან, ეს სუნამო შექმნილია ყვავილების ბაღის შთაგონებით. კომპოზიცია დაფუძნებულია მიმოზას ნოტებზე, თაფლზე, ყურძენზე, ფორთოხლის ყვავილებზე, ჟასმინსა და იასამნებზე. ბროლის ბოთლს უზარმაზარი ფუტკრის ფორმა აქვს, რომელსაც თან ახლავს შუშის აპლიკატორი, რომლის „ფრთები“ ძვირფასი ბრილიანტივით არის დახრილი. ის შექმნილია Baccarat-ის მიერ. დამზადებული 47 ფლაკონიდან თითოეული შეიცავს 245 მლ სუნამოს და 12 500 ევრო ღირს.
ფუტკარი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობა
თუ XIX საუკუნეში ფუტკარი ძალაუფლების, იმპერიისა და სამეფო ელეგანტურობის სიმბოლო იყო, დღეს გერლენმა მას სულ სხვა, თანამედროვე მნიშვნელობა მისცა — ბუნების დაცვა და მდგრადი მომავალი.
2011 წლიდან, ბრენდი აქტიურად ჩაერთო ფუტკრების გადარჩენის საქმეში. ცნობილია, რომ ფუტკრები პლანეტის ეკოსისტემისთვის გადამწყვეტი არსებები არიან, მაგრამ პესტიციდებისა და კლიმატის ცვლილების გამო მათი რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.გერლენმა გადაწყვიტა, რომ მისი სიმბოლო მხოლოდ დეკორაცია არ იქნებოდა და შექმნა შემდეგი პროექტები:
ჰაბიტატის აღდგენა – ფუტკრის ბუნებრივი გარემოს გაძლიერება.
კვლევა და მეცნიერება – პარტნიორობა მეცნიერებთან, რომლებიც ფუტკრის ქცევებსა და ჯანმრთელობას სწავლობენ.
საგანმანათლებლო პროგრამები – მსოფლიოს მასშტაბის ინიციატივები, რომლებიც ადამიანებს ასწავლის, რატომ არის ფუტკარი პლანეტის გადარჩენისთვის აუცილებელი.
მოკლედ რომ ვთქვათ, გერლენის ფუტკარი დღესაც ისეთივე ცოცხალია, როგორც იმ დროს, როცა პირველად ოქროსფერი ელვარებით დაიხატა იმპერატრიცას სურნელის ბოთლზე. ბრენდის ძალისხმევის წყალობით კი ფუტკრები გააგრძელებენ ფრენას და გაიხსენებენ გერლენის დიდებასა და ლეგენდას.
Comments